ივანიშვილი: სააკაშვილის მთავრობაში  მერაბიშვილი ყველაზე მოაზროვნე ადამიანია

ივანიშვილი: სააკაშვილის მთავრობაში მერაბიშვილი ყველაზე მოაზროვნე ადამიანია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ამჟამინდელ პრემიერ მინისტრთან, ვანო მერაბიშილთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს გახდა „ჭორების“ საფუძველი, რომელიც მათ შესაძლო ერთობას უკავშირდება. ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე ადამიანია და მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

"მე ადრეც მითქვამს და დღესაც აღვნიშნავ იმას, რომ მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე ადამიანია სააკაშვილის მთავრობაში. მე მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ალბათ ამის გამო დაუშვეს მათ, რომ შეიძლებოდა ჩვენი ერთობა შემდგარიყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აქვე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეისათვის მერაბიშვილმაც, ადეიშვილმაც და ყველა სხვა დანარჩენმაც, ვისთანაც შეიძლებოდა მას საქმე ჰქონოდა, მკვეთრად გადაუხვიეს გზიდან და ქვეყანა დაღუპვისკენ წაიყვანეს.


ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის შესაძლო ერთობაზე პოლიტიკურ კულუარებში ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ალაპარაკდნენ.