თავდაცვის სამინისტროში შაშკინმა ახალი მოადგილეები წარადგინა

თავდაცვის სამინისტროში შაშკინმა ახალი მოადგილეები წარადგინა

მინისტრის პირველ მოადგილედ  აკაკი სეფერთელაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა. მინისტრის მოადგილედ დაინიშნა დათა ახალაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 მინისტრის კიდევ  მოადგილე გახდა მაია სიფრაშვილი, რომელიც 2009 წელს მინისტრის მრჩეველი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ხელმძღვანელი იყო. პრეზიდენტისგან მიღებული აქვს ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები.

მინისტრის მოადგილედ ასევე ინიშნება დავით ნარდაია, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.

რაც შეეხება დეპარტამენტებს, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გენრიეტა მუმლაძე გახდა, რომელიც იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების  და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ანდრიაშვილი. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - ეკა ჭუმბურიძე. ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - როინ გიუნაშვილი. თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი - ქეთევან ასისტიშვილი. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი - ნანა როსტობაია.

ასევე, გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი - იოსებ თოფურიძე. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი-თეიმურაზ იობიძე.

სამინისტროში ასევე იქმნება ახალი დეპარტამენტი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელსაც გიორგი გულუა უხელმძღვანელებს