საქართველოს თურქებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ

საქართველოს თურქებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ

საქართველოს თურქების კონფედერაციის განაცხადებით, მათ საპარლამნტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საპარლამენტო ბლოკის შექმნა სურთ, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები თურქებისა და აზერბაიჯანელების ეროვნულ ინტერესების გატარება . ამის შესახებ განცხადება კონფედერაციის ხელმძღვანელმა დაშგინ გიულმამედოვმა გააკეთა. მისი განცხადებით, კონფედერაციას საკმაო მხარდაჭერები ჰყავთ ბორჩალოში, შიდა ქართლში, თბილისში, ამას დაემატება აჭარის მუსულმანი ელექტორატი.

„თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ჩვენ შევძლებთ ქართულ პარლამენტში ბლოკის შექმნას.  ორ ვარიანტს განვიხილავთ ვის დავუჭუროთ მხარი-„ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს თუ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. ჯერჯერობით მხარს არავის ვუჭერთ, ჩვენ გვერდით დავუდგებით მას, ვინც  წამოაყენებს კარდინალურ კონცეფციას, რომელიც საქართველოს თურქების პრობლემას მოაგვარებს. 

ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს დამოუკიდებელ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებშიც და 25 დეპუტატის გაყვანას პარლამენტში. თუ ეს ასე მოხდება,  ჩვენ შევქმნით ჩვენს საპარლამენტო ბლოკს. თუ ჩვენ ეს ამ არჩევნებში ვერ მოვახერხეთ, შემდეგ არჩევნებზე აუცილებლად მივაღწევთ. წინ გვაქვს ბულგარელი თურქების მაგალითი. ჩვენ შესაძლებელია ჩვენს პოლიტიკურ ბლოკს „ახალგაზრდა დემოკრატები“ დავარქვათ, ამ ვარიანტსაც განვიხილავთ.  წავალთ იმ გზით, რომელიც საქართველოს თურქების (აზერბაიჯანელების) ეროვნულ ინტერესებს შესაბამება“,-განაცხადა გიულმამედოვმა.