მომავალი დედა უკვე იავნანაზე ზრუნავს: ადელი ახალ ალბომზე მუშაობს(VIDEO)

მომავალი დედა უკვე იავნანაზე ზრუნავს: ადელი ახალ ალბომზე მუშაობს(VIDEO)

ადელმა იცის, როგორ შეუთავსოს ერთმანეთს ოჯახი და კარიერა.  გაიგო თუ არა ორსულობის შესახებ, სტუდიაში წავიდა და ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო. ალბომი მხოლოდ იავნანას, სხვადასხვა, ვერსიებს მოიცავს.

შეგახსენებთ, ადელი მალე დედა  და ცოლი გახდება.  ბავშვის მამამ საიმონმა მომღერალს ხელი სთხოვა და  წყვილი მალე ქორწილსაც გადაიხდის.

როგორც ჩანს, მომღერალმა გადაწყვიტა, მისი პირველი შვილი მუცლიდანვე ეზიაროს მუსიკას, მან ფირფიტა უკვე წაიღო სახლში და როგორც, მისი მეგობრები ამბობენ, ჯერ არ დაბადებულ ბავშვს იავნანას ხშირად ასმენინებს. ადელი მთელ დროს, მეგობრების წრეში, მხიარულად ატარებს და დარწმუნებულია, რომ მისი დადებითი განწყობა ბავშვზე პირდაპირ აისახება და პატარა, ლამაზი მუსიკალური და ჯანმრთელი დაიბადება.

ადელმა იქამდე განაცხადა, რომ პირად ცხოვრებაზე ზრუნვას იწყებს და  სცენას 5 წლით ტოვებს, თუმცა როგორც კი, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები დაიწყო, მომღერალი ისევ სტუდიაში აღმოჩნდა.