მაია ფანჯიკიძის თქმით,  ჩარგალში ვაჟაობას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

მაია ფანჯიკიძის თქმით, ჩარგალში ვაჟაობას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

14 ივლისს ჩარგალში ვაჟაობა გაიმართება, რომელსაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებას კოალიციის სხვა წევრებიც დაესწრებიან.

„ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა წევრები, ვაჟაობის დღესასწაულზე მის ხსოვნასა და სახელს პატივს მიაგებენ“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.