მაია ფანჯიკიძე: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ინტერესი და გეგმა არსებობს

მაია ფანჯიკიძე: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ინტერესი და გეგმა არსებობს

პოლიტიკურ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურა.

ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა სავარაუდოდ გაიმართება.

„სალომეს გეგმებზე არაფერი ვიცი, მაგრამ ჩვენ გვინდა მასთან მჭიდრო თანამშრომლობა და შეხვედრა ალბათ გაიმართება. ზუსტი დრო და ადგილი ჯერ  არ შემიძლია გითხრათ, მაგრამ ამ შეხვედრის ინტერესი და გეგმა არსებობს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.