ავღანეთში ტერაქტის შედეგად   ნატოს 7 ჯარისკაცი  და 18 ავღანელი მოქალაქე  დაიღუპა

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ნატოს 7 ჯარისკაცი და 18 ავღანელი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთსა და სამხრეთ რაიონებში  გუშინ განხორციელებული ტერაქტისა და ყანდაგარის პროვინციაში თავდასხმის შედეგად, 7 ნატოს ჯარისკაცია დაღუპული.

დაღუპულთა ვინაობა არ ხმაურდება.

BBC-ის ინფორმაციით, თალიბებმა პასუხისმგებლობა გუშინ განხორციელებულ ტერაქტზე და თავდასხმაზე უკვე აიღეს.  სააგენტოს ინფორმაციით, ექვს ჯარისკაცთან ერთად, ტერაქტის შედეგად, 18 ადგილობრივი მაცხოვრებელია გარდაცვლილი.

ავღანეთში 2001 წლის შემდეგ, ალიანსის მიერ  სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან,   კოალიციური ჯარების სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.