სააკაშვილი გუშინ საღამოს კორპუსის თავმჯდომარეებს შეხვდა

სააკაშვილი გუშინ საღამოს კორპუსის თავმჯდომარეებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს კორპუსის თავმჯდომარეებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა იმედიანი განცხადებებით გამოკვება საკუთარი მომხრეები. მათთვის იმედიანი განცხადებების გარდა პრეზიდენტს ფურშეტის მოწყობაც არ დაზარებია.

კორპუსის თავმჯდომარეებს პირველი პირი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა და  ისიც  უთხრა, რომ მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როგორ იმუშავებს საკუთარ კორპუსებში ნაციონალების აქტივი, ამას მმართველი გუნდისთვის ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 თუ აქამდე კორპუსის თავმჯდომარეებს თბილისის მერი გიგი უგულავა ხვდებოდა, ახლა მათთან შეხვედრა თავად პრეზიდენტმა გადაწყვიტა. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ საკუთარ მხარდამჭერებისთვის ახალი დირექტივების მიცემა და მათთან გასაუბრება ნაციონალების ლიდერს პირადად მოუნდა.

პრეზიდენტთან შეხვედრა მუსიკალურადად იყო გაფორმებული, კორპუსის თვმჯდომარეებისთვის მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა იმღერა.

ამ შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთი კორპუსის თავმჯდომარე სიამაყით ჰყვებოდა, რომ გუშინ პრეზიდენტის სასახლეც დაათვალიერა და სამახსოვრო სურათებიც გადაიღო,

პრეზიდენტთან შეხვედრით ნასიამოვნები კორპუსის თავმჯდომარეები დღეიდან საკუთარ კორპუსებში იმის მტკიცებას დაიწყებენ როგორ სურს ხელისუფლებას  „მეტი სარგებელი ხალხისთვის“. ტყუილად ხომ არ დაარქვეს ახალ სამთავრობო პროგრამას „მეტი სარგებელი ხალხს“.