მაია ფანჯიკიძე: 15 ივლისს გორის აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდება

მაია ფანჯიკიძე: 15 ივლისს გორის აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდება

15 ივლისს, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გორში გაიმართება, სადაც შიდა ქართლის  მაჟორიტარი დეპუტატების  კანდიდატების დასახელებაც მოხდება.

ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიცუილ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 მისივე თქმით, ამ კვირაში მოხდება  მაჟორიტარობის კანდიდატების  დიდი ნაწილის დასახელებაც, რომლის პროცესი თბილისში გაიმართება.

"მიმდინარე კვირაში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარობის დეპუტატების კანდიდატების უმრავლესობას წარადგენს. კანდიდატების უმრავლესობის ვინაობა უკვე ცნობილია. შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 15 ივლისს გორში გამართულ აქციაზე დასახელდებიან, დანარჩენების ვინაობა კი მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი", - განაცხადა ფანჯიკიძემ.