ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, არაჯანსაღი თანამემამულეების საპატიო ჩამონათვალის პირველ პოზიციაზე მომღერალი ბრიტნი სპირსი გავიდა. ქალბატონმა ბრიტნიმ გამოკითხული ამერიკელების 81 პროცენტი მიიღო.
მსახიობი ლინდსი ლოჰანის სიჯანსაღეში რესპოდენტთა 14 პროცენტს შეეპარა ეჭვი.
ამ სიის მესამე საფეხურზე რეპერი ემინემი აღმოჩნდა. ამერიკელი მოსახლეობის ოთხი პროცენტის აზრით, ემინემმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს ჯანმრთელობას.
“ჯანმრთელი ცხოვრების წესის” დედოფლად ტელეწამყვანი ოფრა უინფრი აღიარეს. მას გამოკითხულთა 47 პროცენტმა მისცა ხმა.
მეორე მსახიობი რობერტ რედფორდფი აღმოჩნდა., მესამე ლეონარდო დი კაპრიო, მეოთხე კი სიუზან სარანდონი.
ირლანდიური ჯგუფი “U2”-ის ლიდერმა ბონომ პირველი ადგილი დაიკავა იმ ცნობილ ადამიანთა რეიტინგში, ვინც შიდსის წინააღმდეგ იბრძვის.
მსახიობი ჯულია რობერტსი პირველ ადგილზე გავიდა იმ ვარსკვლავთა შორის, ვინც არ ეკარება საკვებ დანამატებს და არ იკეთებს პლასტიკურ ოპერაციებს.