ვენეციის კინოფესტივალი 31 აგვისტოს გაიხსნება

ვენეციის კინოფესტივალი 31 აგვისტოს გაიხსნება

ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი დარენ არონოფსკი (“შავი გედი”, “ოცნების რექვიემი”, “შადრევანი”) ვენეციის 68-ე კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს.

 

თავის დროზე ბენიტო მუსოლინის მიერ დაარსებული ფესტივალი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

საინტერესოა, რომ წინა წლებში მის საკონკურსო პროგრამაში არონოფსკის სამი სურათი იყო ჩართული: “შადრევანი”, “რესტლერი” და “შავი გედი”.

 

“რესტლერმა” “ოქროს ლომი” დაიმსახურა, მილა კუნისი კი “შავ გედში” შესრულებული როლისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად აღიარეს.

 

გასულ წელს ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო გახლდათ, რომელმაც ჯილდოები საკუთარ მეგობრებსა და ნაცნობებს ჩამოურიგა.