ჰილარი კლინტონის მოულოდნელი ვიზიტი ქაბულში

ჰილარი კლინტონის მოულოდნელი ვიზიტი ქაბულში

დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოულოდნელად ეწვია ავღანეთს.  კლინტონის განაცხადებით, მიუხედავად იმის, რომ ავღანეთი ნატოს წევრი არ არის, ის ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.

ასეთი სტატუსი ამერიკას საშუალებას აძლევს 2014 წელს ავღანეთიდან შეიარაღებული ჯარები გამოიყვანოს, ქაბულს კი ფინანსური და სამხედრო პრივილეგიები მიანიჭოს, მანამ სანამ ავღანეთი არ მიიღებს კანონს სამხედრო იარაღის ექსპორტის კონტროლთან დაკაშირებით, ობამა ავღანეთს იარაღით შეუზღუდავად მოამარაგებს.

„ამ სტატუსის მინიჭება ჩვენს მრავალწლიან თანამშრომლობას განაპირობებს. ის გააძლიერებს ჩვენს საერთო ოპერაციებს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებასა და სამხედრო კადრების მომზადებაში. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას გააჩნია ასეთი სტატუსი, მათ შორის პაკისტანს“,-განაცხადა პრესკონფერენციაზე „თეთრის სახლის დესპანმა“ ქაბულში.