მოძრაობა თეთრები კონგრესს დღეს გამართავს

მოძრაობა თეთრები კონგრესს დღეს გამართავს

დღეს პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ კონგრესს გამართავს, სადაც პროგრამა - „საქართველო ხვალ“ განიხილება.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ასახული იქნება ქვეყანაში არსებული ვითარება, რომელიც მეცნიერებთან და ხელოვნების მუშაკებთან ერთად შეიმუშავეს. როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, 2 წელზე მეტია იმას იკვლევენ, თუ რა პოტენციალი აქვს საქართველოს, 1 წელზე მეტია კი -  ასეთი პოტენციალის ქვეყანაში რისი გაკეთება შეიძლება.

„ანუ ჩვენ გვაქვს დღევანდელობის დეტალური და მეცნიერული ანალიზი. თუ რა არ გაკეთებულა და რისი გაკეთება შეიძლება. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ, ასევე ბუნებრივი მატერიალური მხარეებს. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანას სჭირდება მხოლოდ ნიჭის ძალაუფლება, არ შეიძლება იმის გამო მოისროლა ნიჭიერი სანაგვეზე, რომ ის შენს გვერდით არ არის. ამაზე დაყდრნობით კი  ვისაუბრებთ როგორი საქართველო გვინდა ხვალ“, - განაცხადა შაშიაშვილმა.

მოძრაობის ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ინფორმაციით, მისი პარტიის 400-მდე წევრის გარდა, კონგრესის მსვლელობაში მონაწილეობას პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას, აკაკი ასათიანისა და ჯონდი ბაღათურიას პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ. კონგრესში, მისი თქმით „სახალხო კრების“ ძირითადი შემადგენლობაც ჩაერთება.

„ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ყველა პარტიამ, ვისაც კონგრესში მონაწილეობის შესახებ წინადადებით მივმართეთ, კეთილიგანწყობა დააფიქსირა და გულისხმიერება გამოიჩინა“, - განაცხადა შაშიაშვილმა.

„თეთრების“ კონგრესი სასტუმრო „რედისონში“ ჩატარდება, სადაც მედიის წარმომადგენლებისთვის ყოველ 20 წუთში ერთხელ ბრიფინგი გაიმართება.