ეგვიპტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს

ეგვიპტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს

ეგვიპტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს, მისი ფოტო და ვინაობა ქვეყნის ყველა აეროპორტის შენობაშია გამოკრული.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მურსი „მუსლიმი ძმების“ აქტიური წევრი გახლდათ და იმ 20-კაციან „აკრძალულთა სიაში“  შედიოდა, ვისაც მუბარაქის რეჟიმი ქვეყნის დატოვებას უკრძალავდა.სულ ამ სიაში 21 000 „მუსლიმია“ შესული.   „მუსლიმი ძმების“ ერთ-ერთ ცნობილ ლიდერს მუჰამედ ბადეის 2008 წელს მექაში მოლოცვის საშუალება არ მისცეს და აეროპორტიდან მოაბრუნეს. „აკრძალულთა სია“ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებს.  

იმისთვის, რომ მურსის ეს ბრალდება მოეხსნას და მან ქვეყნის დატოვება შეძლოს, საჭიროა სასამართლში შეიტანოს სარჩელი.