აუდიტის სამსახურმა უკანონო შემოწირულობის ფაქტზე 17 პირის საქმე სასამართლოს გადაუგზავნა

აუდიტის სამსახურმა უკანონო შემოწირულობის ფაქტზე 17 პირის საქმე სასამართლოს გადაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირული თანხების კანონიერების დაუსაბუთებლობის გამო, 17 პირი სამართალდამრღვევად ცნო და მათი საქმე   თბილისის საქალაქო სასამართლოს გადუგზავნა.

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადების თანახმად,  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პირველ ეტაპზე პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად 32 პირი მოიწვია. უწყება ვერ ჩაბარდა - 5 პირს სულ კი, გამოკითხა - 27 პირი (მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 6, თავისუფალი საქართველო - 4, ეროვნული ფორუმი - 8, კონსერვატიული პარტია - 5, რესპუბლიკური პარტია - 2, ქართული ოცნება- 2)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება დაასაბუთა 10-მა პირმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5 პირი, „ეროვნული ფორუმი“ - 1 პირი, „კონსერვატიული პარტია“ - 1 პირი, „რესპუბლიკური პარტია“ - 2 პირი, „ქართული ოცნება“ - 1 პირი.  გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება ვერ დაასაბუთა 17-მა პირმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1 პირი, „თავისუფალი საქართველო“ - 4 პირი, „ეროვნული ფორუმი“ - 7 პირი, „კონსერვატიული პარტია“ - 4 პირი, „ქართული ოცნება“ -1 პირი (ზაალ გოგსაძე) შესაბამისად, 17 პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.