სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  „ბურჯის“  ანგარიშები დააყადაღა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ბურჯის“ ანგარიშები დააყადაღა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს  „ბურჯის“ ანგარიშები დააყადაღა. ამის შესახებ ინფორმაციას „მე-9 არხი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,   „ბურჯის“ ხელმძღვანელობამ ანგარიშების დაყადაღების შესახებ,  მას შემდეგ შეიტყო, რაც ბანკმა უარი უთხრა მომსახურებაზე და  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტი წარუდგუნა, სადაც ბანკს  „ბურჯის“ ანგარიშებზე გადარიცხვის წარმოება არ შეეძლო.

სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არაა.  აღნიშნულზე შპს „ბურჯის“  ადვოკატები მუშაობენ.