რურუა: კათოლიკოს-პატრიარქის  სამმაგი იუბილე  ღირსეულად უნდა აღინიშნოს

რურუა: კათოლიკოს-პატრიარქის სამმაგი იუბილე ღირსეულად უნდა აღინიშნოს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას შეფასებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამმაგი იუბილე ქვეყანამ ღირსეულად უნდა აღნიშნოს. ამის შესახებ ნიკოლოზ რურუამ დღეს, პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„წელს მისი უწმინდესობის სამმაგი იუბილეა – 35 წელი სრულდება მისი აღსაყდრებიდან, 50 წელი სრულდება მისი სასულიერო ცხოვრებაში მოღვაწეობის და 80 წელი მისი დაბადებიდან. ამიტომ სახელმწიფომ და საპატრიარქომ ერთობლივი ძალებით გადაწყვიტა სამმაგი იუბილის ჩატარება. მისი უწმინდესობის საქმიანობა იმსახურებს, რომ იუბილე ღირსეულად აღინიშნოს“, – განაცხადა რურუამ.

კულტურის მინისტრის თქმით, დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ 10 დღეში ერთხელ შეიკრიბებიან და საიუბილეო ღონისძიებებს დაგეგმავენ.

„ღონისძიების ფარგლებში მოხდება, როგორც ისტორიული, ასევე მისი უწმინდესობის პირადი არქივიდან მისი ქადაგეგების და ეპისტოლების გამოცემა, მისი ნაწარმებების შესრულება სხვადასხვა ფორით“, – აღნიშნა ნიკა რურუამ.

შეგახსნებთ, რომ დღეს საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  საპატრიარქოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, დევნილთა ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ესწრებოდნენ.