„მე - 9 არხის“ ჟურნალისტები სამსახურიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ

„მე - 9 არხის“ ჟურნალისტები სამსახურიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ

„მე-9 არხის“  წამყვანები: ნათია ლაზაშვილი, თამთა სანიკიძე და გოგი ახალკაცი სოციალურ ქსელ  „Facebook“-ში  „TV-9“,   „მეცხრე არხი“-ით დარეგისტრირებულ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ტელეკომპანია  „მეცხრე არხი“  რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა უარყოფენ.  

„ეს ინფორმაცია სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება“, - აცხადებენ ჟურნალისტებთან საუბარში გოგი ახალკაცი და ნათია ლაზაშვილი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ  „Facebook“-ში, „TV-9“,  „მეცხრე არხი"-ით დარეგისტრირებულ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  „ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა.  ნათია ლაზაშვილი, თამთა სანიკიძე და გოგი ახალკაცი აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება დაუშვებელია და ირღვევა ჟურნალისტიკის პრინციპები, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება ტელევიზიის დატოვების შესახებ. ჯერჯერობით გაურკვეველია მათი შემცვლელთა ვინაობა. აღნიშნული პრობლემების გამო, დღეს, 6 ივლისს მეცხრე არხზე არ გავა არცერთი საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემა, რისთვისაც ტელევიზიის ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის მაყურებელს და პრობლემის უმოკლეს ვადებში მოგვარებას პირდება“.

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“  წარმომადგენელთა განმარტებით,TV-9 „მეცხრე არხი“ ტელევიზიის ოფიციალური გვერდი არ არის.