ფრანგული მას-მედიის ცნობით, ცნობილმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ ელიტური ღვინის დაყენებას უღალატა და ზღვის პროდუქტებით ვაჭრობა წამოიწყო.
კინოვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ პარიზში პატარა მაღაზია შეიძინა, რომელიც “მობი დიკის” სახელს ატარებს. როგორც მიხვდით, გერმან მელვილის ამავე სახელწოდების სახელგანთქმული ვეშაპის მოსახელე ობიექტი თევზის პროდუქტებით ვაჭრობს.
დეპარდიე საკუთარი დაწესებულების მუშაობას დიდ ყურადღებას აქცევს. თანამშრომლები რომ არ გაზარმაცდნენ, მუსიე ჟერარი დრო და დრო გაუფრთხილებლად შეგრიალდება ხოლმე მაღაზიაში.
როგორც წესი მოტოციკლზეა ამხედრებული და თავზე ჩაფხუტი ახურავს. ასე “აღჭურვილი” უთუოდ გემოსაც გაუსინჯავს რამდენიმე დელიკატესს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი ახალია და ფასს შეესაბამება.