კიევში 9 ივლისამდე დემონსტრაციების ჩატარება აკრძალულია

კიევში 9 ივლისამდე დემონსტრაციების ჩატარება აკრძალულია

კიევის სასამართლომ დედაქალაქში 9 ივლისამდე დემონსტრაციების, მანიფესტაციებისა და ყოველგვარი შეკრებების ჩატარება აკრძალა.

ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა, რადგან  დემონსტრაციებს თან სდევს შეტაკებები, მოქალაქეთა სიცოცხლე საფრთხეში დგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით კი, რომლებიც საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებდნენ, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს დაბადების დღემდე 9 ივლისამდე, სიმშვიდეს უნარჩუნებენ.

შეგახსენებთ, გუშინ კიევში ხელჩართული ბრძოლით დასრულდა უკრაინის პარლამენტში „რუსული ენის შესახებ კანონის“ მიღება. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა აგრეთვე პარლამენტის შენობიუს წინ დემონსტრატებსა და სამართალდამცავებს შორის.