აფხაზური მხარის განცხადებით, გაეროს ანგაჟირებული რეზოლუცია ჟენევის დისკუსიის მოლაპარაკებებს გაართულებს

აფხაზური მხარის განცხადებით, გაეროს ანგაჟირებული რეზოლუცია ჟენევის დისკუსიის მოლაპარაკებებს გაართულებს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს რეზოლუციასთან "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ“ დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური დოკუმენტის მღება, თუნდაც მას იურიდიული უფლება არ გააჩნდეს, უნდა იყოს დაფუძნებული კარგად შესწავლილ ფაქტებსა და მოვლენებზე.გაუგებრობას იწვევეს ის ფაქტიც, რომ გაეროს ასამბლეის  სხდომაზე არ იყვნენ მიწვეულნი აფხაზეთის წარმომადგენლები რეზოლუციის პროექტის განსახილველად. ეს დოკუმენტს ობიექტურობას უკარგავს, რადგანაც ის მხოლოდ ერთი მხარის მიერ მიწოდებულ ფაქტებსა და მონაცემებზეა დაფუძნებული.

აფხაზეთის მხარეს გააჩნია დამამტკიცებული არგუმენტები რათა მოითხოვოს რეზოლუციაში არსებული პრობლემების გადახედვა. ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იქნას განხილული გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე“,- ნათქვამია აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

სამინისტროს მიაჩნია, რომ გაეროს რეზოლუცია მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით არ არის მღებული და თანაც დოკუმენტის მიღებას ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. „არაფერია საეჭვო იმაში, რომ გენერალურმა ასამბლეამ ეს რეზოლუცია მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით არ მიიღო. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ამ დოკუმენტის მიღება საქართველოს მხრიდან პროპაგანდისტული ქმედებების შედეგია. იმ ქვეყანათა შორის, რომელთაც მხარი დაუჭირეს აღნიშნული რეზოლუციის მიიღებას, სამწუხაროდ მოხვდნენ ისეთებიც, რომლებმაც ვერ გააცნობიერეს რომ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობდნენ.  აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ  მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციის მიღებას,რაც კიდევ უფრო ასუსტებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას, მითუმეტეს, რომ ის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს   “,- ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შიშობს, რომ გაეროს ანგაჟირებული  რეზოლუცია დადებითად არ იმოქმედებს ჟენევის დისკუსიის მიმდინარეობაზე. „გაეროს მიერ მიღებულმა ანგაჟირებულმა და ცალმხრივმა რეზოლუციამ შესაძლოა გაართულოს ჟენევის დისკუსიის მოლაპარაკებები .  აფხაზური მხარის გარეშე შეუძლებელია არა მარტო „დევნილთა პრობლემების“, არამედ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაც, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს შეეხება“ ,-აღნიშნულია განცხადებაში.

.