ნავალნი ბრიტანელებს აფრთხილებს, არ ენდონ რუს ოლიგარქებს

ნავალნი ბრიტანელებს აფრთხილებს, არ ენდონ რუს ოლიგარქებს

ცნობილი რუსი ბლოგერი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბრიტანული გაზეთის The Times-ის სვეტში, რუსეთის მთავრობას დამნაშავეთა ჯგუფს ადარებს. სტატიას სათაურით „რუსული ფულის წარმოშობას მნიშვნელობა გააჩნია“ გამოცემა დღეს აქვეყნებს.

„ძალიან ადვილი დღეს ბრიტანულ ელიტაში მოხვედრა: ამისთვის საჭიროა 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი გქონდეს ანგარიშზე,  ფულის წარმოშობას კი ბანკები არ აკონტროლებენ. ძალიან ბევრ რუსს, რომლებიც ასეთი თანხებით ჩადიან ბრიტანეთში, ფული პატიოსნად არ აქვთ ნაშოვნი“,- წერს ნავალნი.

რუსი ბლოგერი ბრიტანელებს რუსი ოლიგარქების თანხების შემოწმებისკენ და „რუსული იმპორტის“ მიღების თავშეკავებისგან  მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ „მაგნიტსკის სია“ ბრიტანეთშიც მიეღოთ.

ნავალნის თქმით, ეს სია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიიღო, სინამდვილეში ქვეყანას ეხმარება: „ ამ სიაში ხვდებიან კორუმპირებული ადამიანები და დამნაშავეეები, რომელთაც სიმდიდრე სხვის უბედურებაზე აქვთ ნაშოვნი“,- წერს ნავალნი The Times-ის სვეტში.