კიდევ ორი„კავკასიელი ტყვე ქალი“ ერთდროულად : პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან (VIDEO)

კიდევ ორი„კავკასიელი ტყვე ქალი“ ერთდროულად : პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან (VIDEO)

"მოსფილმში“ დაიწყო გაიდაის ცნობილი კომედიის რიმეიქის - „კავკასიელი ტყვე ქალი 2: შურიკის ახალი თავგადასავლების“ გადაღება.

ლეონიდ გაიდაის კომედია „კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები“ ეკრანებზე 1967 წელს გამოჩნდა. ეს არის რიგით მეორე ფილმი პერსონაჟ შურიკის მონაწილეობით და უკანასკნელი, რომელშიც მონაწილეობს სამეული, მსახიობების გიორგი ვიცინის, იური ნიკულინისა და ევგენი მორგუნოვის სახით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფილმმა დროს გაუძლო, ბევრი ფრაზა რომელსაც ფილმის დაუვიწყარი გმირები ამბობენ, ყოელდღიურ ცხოვრებაში მუდმივად გამოიყენება: „Жить, как говорится, хорошо. А хорошо жить - еще лучше!“, „Птичку жалко!“, „Короче, Склифосовский!“ და ა.შ.

„გააკეთო რიმეიქი ისეთი პოპულარული ფილმისა, როგორიც  გაიდაის „ტყვე ქალია“ ცოტა არ იყოს სარისკო საქმეა“-  ამბობს მსახიობი გენადი ხაზანოვი, რომელიც ახალ სურათში თამაშობს ამხანაგ საახოვს, დიდ ჩინოვნიკს პატარა კავკასიური ქალაქიდან.  „აუცილებელია რამე შენი, ორიგინალური მიგნება იპოვო, რაღაც განსაკუთრებული  უნდა მოგივიდეს თავში, რომ კოპიო ორიგინალზე კარგი აღმოჩნდეს!“

ცნობილია, რომ ამ რიმეიქში შურიკის როლს მიხაილ ეფრემოვი ასრულებს, ნინას კი ნასტია ზადოროჟნაია.

გადაღებები მოსკოვში დაიწყო და ივლისში ყირიმში გაგრძელდება. „ჩვენ გაუჩერებლად ვიმუშავებთ, რომ „კავკასიელი ტყვე ქალი2“ ახალ წელს, ან რვა მარტს მაინც გამოვიდეს ეკრანებზე“-ამბობს ფილმის რეჟისორი მაქსიმ ვოეონკოვი. გადამღებ ჯგუფს საჩქარო, მართლაც აქვთ, რადგან ამ პროექტით კიდევ ერთი კინოსტუდიაა  დაკავებული.

„ამ საკულტო ფილმზე საავტორო უფლება ჩვენ მოვიპოვეთ, გარდა ამისა, გვაქვს უფლება გამოვიყენოთ ალექსანდრ ზაცეპინის მუსიკაც“- ამბობს ფილმის რეჟისორი. არ ვიცი, რატომ მოუნდათ, მაინც და მაინც წელს, ორ რუსულ კინოკომპანიას ერთდროულად გაიდაის თემატიკის გაცოცხლება, მაგრამ ამბობენ, რომ „მოსფილმში“ საავტორო უფლებების მოპოვებაზე ფილმის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი დაიხარჯა.

„კავკასიელი ტყვე ქალი 2“-ის მეორე რიმეიქის რეჟისორია ფიოდორ ბონდარჩუკი, რომელმაც ფილმზე მუშაობა უკვე დაიწყო, მის „ტყვე ქალში“ მთავარ როლს, ცნობილი ახალგაზრდა რუსი მსახიობი კონსტანტინ კრიუკოვი ასრულებს. მსახიობის თქმით, მისი როლი ტრადიციული „შურიკის“ როლისგან განსხვავებულია და ამას მაყურებელი დეკემბრის თვებში კინოეკრანებზე აუცილებლად შეამჩნევს. ფილმის რეჟისორის  დარწმუნებულია, რომ  მისი ახალი ფილმი გაიდაის ლეგენდარულ სურათზე ნაკლები არაფრით იქნება. ფილმის ბიუჯეტი 2 მილიონი დოლარია. სპეციალისტების გამოთვლებით, ფილმი ამ თანხას უკან ორმაგად ამოიღებს.

„ჩვენ არ ვიღებთ, რიმეიქს, ეს განსხვავებული ახალი ამბავი იქნება, რომელიც ფილმში არც არასდროს ყოფილა“-ამბობს ფილმის პროდიუსერი, რომელიც სხვა დანარჩენ ინფორმაციას ფილმზე არ ახმაურებს.