ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტი არჩევნებს არ გამორიცხავს

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტი არჩევნებს არ გამორიცხავს

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული დღევანდელი დღის გათვალისწინებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

„ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის მუშაობა არ დასტაბილურდა, საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროცედურაზე გადასვლა“,-ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში „რუსული ენის შესახებ კანონმა“ დიდი არეულობა გამოიწვია. უკრაინის რადას წინ შეხლა-შემოხლა მოხდა დემონსტრატებსა და პოლიციელებს შორის, ხელჩართული ჩხუბი გაიმართა პარლამენტშიც  კანონის მიღების მოწინააღმდეგე  ოპოზიციონერ დეპუტატებსა და  რეგიონალური პარტიის დეპუტატებს შორის.

ამ კანონის მიღების გამო თანამდებობები დატოვეს პარლამენტის ვიცესპიკერმა ნიკოლაი ტომენკომ და პარლამენტის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა.