პალესტინის ხელისუფლება იასირ არაფატის გვამის ექსგუმაციას გეგმავს

პალესტინის ხელისუფლება იასირ არაფატის გვამის ექსგუმაციას გეგმავს

სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, დღეს  პალესტინის ავტონომიურმა მთავრობამ მაჰმუდ აბასის ხელმძღვანელობით, მიიღო გადაწყვეტილება, ავტონომიის  ყოფილი ლიდერის იასირ არაფატის გვამის ექსგუმაციის შესახებ. ხელისუფლებას აინტერესებს, გამოიწვია თუ არა არაფატის სიკვდილი რადიოაქტიურმა პოლონია-210-მა. გვამის ნაწილებს რადიოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

„ექსგუმაციისთვის არანარი რელიგიური და პოლიტიკური წინააღმდეგობა არ არსებობს. ექსგუმაციის ჩატარება კი არაფატის ქვრივმა მოითხოვა“,- განაცხადა პალესტინის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნაბილ აბუ რუდეინმა.

იასირ არაფატის ქვრივმა სუხა არაფატიმ ხელისუფლებას ამ თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტებმს გამოძიების თვალსაზრისით, ლოზანის რადიოფიზიკის ინსტიტუტის პალესტინის ყოფილი პრეზიდენტის ნაქონი ნივთები გამოსაკვლევად გადასცეს. იასირ არაფატის ნაქონ კბილის ჯაგრისზე, აგრეთვე თეთრეულსა და ტანსაცმელში რადიოაქტიური პოლონია-210-ის  მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

იასირ არაფატი 2004 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო საავადმყოფოში აღმოჩნდა. მას ჯერ არაბი, შემდეგ ფრანგი ექიმები მკურნალობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ არაფატი გარდაიცვალა. მაშინვე გავრცელდა ხმები, მისი მოწამვლის შესახებ, თანაც ხელისუფლებას მისი გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია.