თურქეთი ბაშარ ასადს სიცრუეში ადანაშაულებს

თურქეთი ბაშარ ასადს სიცრუეში ადანაშაულებს

CNN Turk-ის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ სირიის პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს. „ის განცხადება, რომელიც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა გუშინ გააკეთა, რომ სირიის სამხედრო ძალებს თურქული თვითმფრინავი ისრაელი სამხედრო თვითმფრინავში აერიათ, სიცრუეა. ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ სირიამ კარგად იცოდა, ვის თვითმფრინავს ესროდა“,- განაცხადა დავუთოღლუმ და დასძინა, რომ ამის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ მეორე დღეს, დაღუპული თურქი პილოტების მოსაძებნად გამგზავრებულ თვითმფრინავს, სირიამ ისევ ცეცხლი გაუხსნა.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა გუშინ განაცხადა, რომ ის „100%-ით წუხს“  სირიის სამხედრო ძალების მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და აღნიშნა, რომ სირიელ სამხედროებს ის ისრაელის თვითმფრინავში აერიათ.