ბაღათურია – გვითხარით, დასაქმების ახალმა მინისტრმა რამდენი ფული წაიღო სახლში

ბაღათურია – გვითხარით, დასაქმების ახალმა მინისტრმა რამდენი ფული წაიღო სახლში

 

ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა დასაქმების ახალმა მინისტრმა რამდენი ფული წაიღო სახლში.

„აქ მინისტრად რომ გყავთ წარმოდგენილი რამდენი ფული წაიღო ამ კაცმა სახლში ესეც უნდა გვითხრათ, დასაქმების მინისტრს ვგულისხმობ“, -  მიმართა „ქართული დასის“ ლიდერმა ვანო მერაბიშვილს.

მან გაისხენა ზღაპრიდან სიზმრების მინისტრი და პარალელი გაავლო დასაქმების სამინისტროს შექმნასთან. 

 ბაღათურიამ მერაბიშვილს დღეს კითხვა ორჯერ დაუსვა რა დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა.

„ბატონო ვანო, თქვენ ბრძანეთ, რომ კეთილდღეობამ ყველა ოჯახში ვერ შეაღწია, სამაგიეროდ შეაღწია თქვენს ოჯახებში და გადახედეთ როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვთ თქვენი მთავრობის შემადგენლობას და როგორ სწრაფად გაიზარდა მათი კეთილღეობა მას შემდეგ რაც მთავრობის წევრები გახდნენ. მას შემდეგ რაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში ქართველი ხალხის ოჯახებში შეაღწია სიღატაკემ, უსამართლობამ. ოჯახი არ დარჩა რომელსაც ან ნათესავი ან ოჯახის წევრი არ ჰყავს პატიმარი. ქვეყანა პატიმრებითა და ღატაკებით არის გადატენილი“, – აღნიშნა ბარათურიამ.

მან სხდომაზე ფოტოსურათი წარმოადგინა, სადაც დეპუტატები და ყოფილი მინისტრია წარმოდგენილი.

„თქვენი მინისტრები, მათ შორის  ბაკურ კვეზერელი და პარლამენტის წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში ერთობიან საზღვარგარეთ ბიუჯეტის ხარჯზე.  ეს არის კეთილდღეობა თქვენთვის“, – აღნიშნა ბაღათურიამ.

მანვე  პრეზიდენტის წერილი ააფრიალა, სადაც სააკაშვილი მოსახლეობას 2009 წელს 100 დოლარიან პენსიას ჰპირდებოდა.

„ახლა ისევ ამბობთ, რომ პენსია 100 დოლარი იქნება, ვინ და რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ“, – მიმართა ბარატურიამ მერაბიშვილს.

ბაღათურიამ მერაბიშვილს მოუწოდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყოს 187 გვერდიან მასალებზე, რომელიც დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის კორუფციაში ჩართვას ადასტურებს.

„ეს დოკუმენტი ჯეიმს აპარტურაის და ვერშბოუს  გადავეცი.  რატომ არ იწყება  საგამოძიებო მოქმედებები? ამ შეკითხვებზე და შს სამინისტროს წარმომადგენლების  ხულოგნობაზე პასუხი უნდა გასცეთ“, – მიმართა ბაღათურიამ მერაბიშვილს.