„თბილისის საოპერო ფესტივალს“ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება

„თბილისის საოპერო ფესტივალს“ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება

9-25 ივლისს თბილისისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი, პირველად საერთაშორისო ფონდის მიერ დაფუძნებულ „თბილისის საოპერო ფესტივალს“ უმასპინძლებს.

ფესტივალი ოთხ ღონისძიებას მოიცავს: გახსნის პროგრამაშია პეტრე ჩაიკოვსკის „სერენადა.“ ასევე ჩატარდება  კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის. შემდგომი სამი საღამო ჯუზეპე ვერდის ოპერებს დაეთმობა. წარმოდგენილი იქნება ოპერების საკონცერტო ვერსიები.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო უდირიჟორებს.

ფესტივალის სპეციალური სტუმარია ცნობილი რუსი მევიოლინე ვალერი სოკოლოვი.