გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო

 გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი მიიღო.

 რუსული მხარის მტკიცების მიუხედავად, რომ რეზოლუცია ზიანს მიაყენებდა ჟენევის დისკუსიებს, დოკუმენტს უშიშროების საბჭოს 60-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

 "ყოველ წელსიზრდება ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა. ეს ჩვენი ამოცანაა და ის წელსაც შესრულებულია. უკვე 60-მდე ავედით და ეს წინსვლა გაგრძელდება. საბოლოო ჯამში ეს რეზოლუცია აუცილებლად გახდება გაეროს გენერალური ასამბლეის უმრავლესობის რეზოლუცია", - განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ.

 რაც შეეხება თავად დოკუმენტს, რეზოლუციის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს გაააქტიურონ ძალისხმევა მყარი მშვიდობისათვის, შეთანხმდნენ ნდობის აღდგენის უფრო ეფექტურ ზომებზე და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცულობის უზრუნველყოფისთვის, რამაც დევნილების ღირსეულ დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი.

 რეზოლუცია რუსული მხარის გაღიზიანების მიზეზი გახდა. რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე პანკინი შეეცადა გავლენა მოეხდინა უშიშროების საბჭოს წევრებზე, რომ მათ არ დაეჭირათ მხარი დოკუმენტისთვის. მოსკოვს განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს  რეზოლუციის ტექსტში დაფიქსირებული ფორმულირებები. ის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რომ დევნილებს აქვთ უფლება დაბრუნდნენ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

 პანკინი კი თავის მხრივ ირწმუნებოდა, რომ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობაა, რომელსაც საქართველო და დასავლეთი უნდა შეეგუოს, თუმცა მისი მტკიცების მიუხედავად, დოკუმენტი მაინც დაამტკიცეს.

 გაეროს უშიშროების საბჭომ აღნიშნული რეზოლუციით ხაზი გასუვა, რომ აუცილებელია არათუ დევნილების დაბრუნება, არამედ ის, რომ შემუშავდეს ზომები მათი უპირობო და ღირსეული დაბრუნებისთვის, და რაც ყველაზე მთავარია, მათი ცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას