ამერიკა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ამერიკა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის დაბადების დღეა.

1776 წლის 4 ივლისს ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელიც ამერიკის დიდი ბრიტანეთის სამეფოდან გამოყოფას გულისხმობდა. 2 ივლისს მეორე კონტინეტალურმა კონგრესმა ხმათა უმრავლესობით მოიწონა „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. დეკლარაცია სენატის წევრმა ჯონ ადამსმა წარადგინა. ამ დროს 13 ბრიტანული კოლონია, რომელიც დღევანდელი ამერიკის ტერიტორიის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო განლაგებული, ომს აწარმოებდა ინგლისის მეფესთან. 1974 წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „ვალიუტის შესახებ“. ეს კანონი ამერიკელ კოლონისტებს უკრძალავდა საკუთარი ქაღალდის ასიგნაციების გამოშვებას და ავალდებულებდა, გადასახადები ოქროს ან ვერცხლის მონეტებით გადაეხადათ, თანაც წინასწარ. ომი 1775 წელს დაიწყო. ამერიკელმა კოლონისტებმა ჩათვალეს, რომ მათ დაუმსახურებლად მოექცნენ. მათ იცოდნენ, რომ ისინი იბრძოდნენ არა მარტო იმისთვის, რომ მათ ღირსეულად მოქცეოდნენ, არამედ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის.

 „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ „ხუთეულის კომიტეტმა“ თომას ჯეფერსონის ხელმძღვანელობით მოამზადა. ერთი დღით ადრე სენატორი ჯონ ადამსი თავის მეუღლეს ადელს წედა: „1776 წლის მეორე დღე ამერიკის ისტორიაში დაუვიწყარ დღედ იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თობები ამ დღეს როგორც უდიდეს დღესასწაულს, ყოველწლიურად,  ისე აღნიშნავენ. თავისუფლების დღეს აღინიშნავენ აღლუმებით, სპორტული შეჯიბრებებით, ზალპებით, ზარების რეკვით, კოცონებით, ამ დღეს მთელ კონტინენტზე იზეიმებენ“.

ჯონ ადამსის წინასწარმეტყველება ახდა.  ამერიკელები ამ ეროვნულ დღესასწაულს ყოველწლიურად ზეიმით აღნიშნავენ მთელ კონტინენტზე. ზეიმობენ ფეიერვერკებით, აღლუმებით, კარნავალით, პიკნიკებით, კონცერტებით, ბარბეკიუებით, ეს არის დიდი ოჯახური ზეიმი თითოეული ამერიკელისთვის.