არჩილ კბილაშვილი:  გამოჩნდება თუ არა  „ქართუ ჯგუფში“  შემავალი აქციების  მყიდველი  ამ ქონების მფლობელი მაინც სახელმწიფო გახდება

არჩილ კბილაშვილი: გამოჩნდება თუ არა „ქართუ ჯგუფში“ შემავალი აქციების მყიდველი ამ ქონების მფლობელი მაინც სახელმწიფო გახდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის,  ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე „ქართუ ჯგუფის“  შესაბამისად,  „ქართუ ბანკის“ და  „პროგრეს ბანკის“ აქციების მყიდველი არ გამოვლინდა,  ქონება სახელმწიფოს გადაეცემა, თუმცა კბილაშვილი აქვე განმარტავს, რომ  გამოჩნდება თუ არა მყიდველი  ამ ქონების მფლობელი მაინც სახელმწიფო გახდება, რადგან მას მიაჩნია, რომ  აუქციონზე  გამოვლენილი მყიდველი სახელმწიფოსგან ნაკარნახები იქნება.

„ალბათ,  ყველა შემთხვევაში ასე იქნება.  ძალიან დიდი ეჭვი მეპარება,  რომ ვინმეს არასახელმწიფო ინტერესით მოქმედ პირს ამ ქონების აუქციონის გზით შეძენის  თავისუფალი სურვილი გაუჩნდეს. რა საკვირველია,  ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ხოლო  თუ მყიდველი გამოვლინდება დიდი ალბათობით,  ეს  სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირი იქნება“, - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება,  მყიდველის არ გამოვლენის შემდეგ განმეორებით აუქციონის ჩატარებას, კბილაშვილი განმარტავს, რომ  თუ პირველ აუქციონზე მყიდველი არ გამოჩნდა, მაშინ სახელმწიფოს   ორი არჩევანი აქვს.

„ერთი არჩევანი ისაა, რომ  სახელმწიფოს  უფლება აქვს აღარ ჩაატაროს განმეორებითი აუქციონი და ეს ქონება სახელმწიფო კუთვნილებაში. პირდაპირ აიღოს.  მეორე არჩევანი კი, ისაა, რომ  სახელმწიფოს აქვს უფლება ჩაატაროს  განმეორებითი აუქციონი და ამ შემთხვევაში,  გასაყიდი ფასი ნულიდან იწყება.  ვერ ვხედავ ლოგიკას იმაში,  რომ ვთქვათ,  პირველი აუქციონის არ ჩატარების შემთხვევაში,  სახელმწიფომ ეს ქონება  ნულოვან აუქციონზე გაიტანოს“, - განაცხადა კბილაშვილმა.