ზაქარია ქუცნაშვილი: მოსახლეობის მხარდაჭერით უკვე იმდენად გავნებივრდით,   20- 30- 40 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა ჩეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია

ზაქარია ქუცნაშვილი: მოსახლეობის მხარდაჭერით უკვე იმდენად გავნებივრდით, 20- 30- 40 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა ჩეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ  მცხეთა-მთიანეთში  გამართულ აქციას   დადებითად აფასებს.

ქუცნაშვილის განცხადებით, მთა  ოპოზიციური განწყობებით ყოველთვის გამოირჩეოდა და შესაბამისად, მათ თავიანთი პრინციპული პოზიცია შეინარჩუნეს.

„ამ დუხჭირმა  ცხოვრებამ და უსამართლო  გარემომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობა ემიგრანტებად აქცია.  ვერ ნახავთ ოჯახს, რომელსაც ყველა მეორე ოჯახის წევრი უცხოეთში  არ ჰყავდეს წასული. აქციაზე მოსული მოსახლეობის რაოდენობა  მიანიშნებს იმას,  რომ მთამ როგორც ყოველთვის სამართლიანობის და მშვიდობის სასარგებლოდ პრინციპული პოზიცია დაიჭირა. ვფიქრობ,  ჩვენ მოსახლეობის მხარდაჭერით უკვე იმდენად გავნებივრდით, რომ  20- 30- 40 ათასი ადამიანის  ქუჩებში გამოსვლა უკვე ჩეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია,  რაც ევროპულ დედაქალაქებში  საზოგადოებრივ  და პოლიტიკურ მოვლენას უკავშირდება ხოლმე“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.