კვირის სისხლიანი მესა კენიაში

კვირის სისხლიანი მესა კენიაში

კენიის ქალაქ გარისეში  ორ ქრისტიანულ ეკლესიაზე კვირას დილის მესის პერიოდში სისხლიანი თავდასხმები განხორციელდა. 

Euronews-ის ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანმა აბოროტქმოქმედმა, ჯერ ყუმბარები შეაგდო ეკლესიაში, ხოლო როდესაც შეშინებული ხალხი ქუჩაში გამოვარდა, მათ ავტომატის ჯერი დაუშინა.

დაღუპულია 17, მძიმედ დაჭრილია 45 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტის უკან სომალური დაჯგუფება „აშ შაბიბი“ დგას, რომელსაც „ალ ქაიდასთან“ თანამშრომლობაში დებენ ბრალს.

კენიამ ეთიოპიასთან ერთსად ვალდებულება აიღო სომალის ხელისუფლებას ტერორისტებთან ბრძოლაში დაეხმაროს. მას შემდეგ „აშ შაბიბმა“ რამდენჯერმე განახორციელ თავდასხმები ადგილობრივ ეკლესიებზე და ქრისტიან მოსახლეობაზე.