ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი ამ კვირაში დაამტკიცებს

ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი ამ კვირაში დაამტკიცებს

 მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი ამ კვირაში დაამტკიცებს. ხვალ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა შევა განსახილველად.

როგორც from.ge-ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, ახალ პრემიერ მინისტრს სამომავლო მუშაობის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია გააჩნია.

„მთავარი გამოწვევა იმ პრობლემების მოგვარება იქნება რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებს. ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ხარისხიანი ჯანდაცვით. სამთავრობო პროგრამა ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროგრამების კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას“, – განაცხადა ხუროშვილმა.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში ახალ მინისტრს, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი დასაქმების საკითხებში ერქმევა, ხუროშვილი განმარტავს, რომ ახალი მინისტრის თანამდებობის გაჩენა საკანონმდებლო ცვლილებებს არ იწვევს, რადგან სახელმწიფო მინისტრის პოსტი პრეზიდენტის ბრძანებულებით რეგულირდება.