ბიძინა ივანიშვილმა  დღეს, მცხეთის აქციამდე გერგეტის სამება მოილოცა

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, მცხეთის აქციამდე გერგეტის სამება მოილოცა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ყაზბეგში იმყოფებოდა.  მან გერგეტის სამება მოილოცა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ყაზბეგის რაიონში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს ცხენზე ამხედრებული მოხევეები ქართული ოცნების დროშებით შეეგებნენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ხევის უხუცესებთან ერთად  გერგეტის სამება მოილოცა.

ბიძინა ივანიშვილმა და უხუცესებმა ხევში არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის და პრობლემების მოგვარების ალტერნატიული საშუალებების შესახებ ისაუბრეს.  

ბიძინა ივანიშვილთან  ერთად გერგეტში "მრეწველთა" ლიდერი, გოგი თოფაძეც იმყოფებოდა.  ივანიშვილი და თოფაძე მცხეთის აქციაზე სწორედ ყაზბეგიდან მივლენ.

შეგახსენებთ, რომ აქცია მცხეთაში თეატრონთან 19:00 საათზე  დაიწყება.