ხვალ, ვანო  მერაბიშვილი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს

ხვალ, ვანო მერაბიშვილი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს

 ხვალ, 2 ივლისს, გაპრემიერმინისტრებული ვანო  მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად წარუდგენს.

საქართველოს კონსიტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა გადაყენებულად ითვლება და ახალ მინისტრთა კაბინეტსა და ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ახალი თანამდებობა. ეს არის პასუხისმგებლობა. ჩემი მთავარი მიზანი იქნება კონკრეტული - სარგებელი ხალხს! დადგა დრო,  რომ ჩვენი განვითარების, ჩვენი მოდერნიზაციის, ყველა მიღწევის შედეგი უშუალოდ იგრძნოს თითოეულმა ქართველმა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რომ იგრძნოს. როგორც ეს პოლიციის რეფორმის შემთხვევაში მოხდა.

 მე ვაპირებ, ორშაბათსვე წარმოვადგინო გეგმა და ამ გეგმაში იქნება გაწერილი ზუსტად თანმიმდევრობით რას გავაკეთებთ, მთავარი იქნება სამი პრინციპი. ეს  არის დასაქმება, ეს არის სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. გეგმა ამ პრინციპებს დაეყრდნობა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ხალხი დასაქმდეს. საქართველოში იქნება საყოველთაო დაზღვევა, ჩვენ გავაძლიერებთ ქართულ სოფელს და ქართველ გლეხსაც,"- განაცხადა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წარადგინა.