არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ასახელებს

არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ასახელებს

 

თბილისი - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შაბათს მისი ახლო მოკავშირე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დაასახელა.

სააკაშვილმა, რომელიც არჩევნების წინ ახლად შექმნილ ოპოზიციურ ჯგუფთან სულ უფრო მზარდ კონკურენციას აწყდება, განაცხადა, რომ მერაბიშვილისგან სურს საქართველოს 16%-იანი უმუშევრობის დაძლევა და სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელება.

„ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა არის და რა იქნება მთავრობის პრიორიტეტები მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ“, თქვა სააკაშვილმა.

ოფიციალურად მერაბიშვილის დანიშვნას მომავალ კვირაში დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სადაც უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერია.

ახალი პრემიერ-მინისტრი შეცვლის ნიკა გილაურს, რომელსაც ეს პოსტი 2009 წლის თებერვლის შემდეგ უკავია და ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის და 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომის დროს მართავდა.

44 წლის მერაბიშვილი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გახდა 2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რევოლუციის, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.

2004 წლის დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა პოლიციის რეფორმას და კორუფციასთან ბრძოლას, რის გამოც ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტის და დამკვირვებლების შექება დაიმსახურა.

თუმცა, ოპონენტები მას სააკაშვილის წინააღმდეგ 2007 და 2010 წელს მიმდინარე ოპოზიციური აქციების სასტიკ დარბევაში ადანაშაულებენ.

პრეზიდენტის მსგავსად მასაც პრო-დასავლელად და მოსკოვისადმი უნდობლობით განწყობილ ფიგურად მიიჩნევენ.

 საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ახალი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“, სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამორჩება. მაგრამ კოალიციამ საკუთარ აქციებზე ამ კავკასიურ სახელმწიფოში, სადაც 4.5 მილიონი მოსახლეა, მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა შეკრიბა.

ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებაა.

„ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ძალების მობილიზების მიზნით სააკაშვილმა პრემიერ- მინისტრად მისი მთავრობის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი დანიშნა“, თქვა ანალიტიკოსმა, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს.

„ეს ძალიან პრაგმატული და ბრძნული არჩევანია“.

სააკაშვილის თქმით, გილაური ამიერიდან უხელმძღვანელებს ფონდს, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს.1 ივლისს,  ივანიშვილი  აქციაზე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს

კოალიცია "ქართულ ოცნება" 1 ივლისს, მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ  კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა "სპექტრში" სტუმრობისას განაცხადა.

რაც შეეხება მცხეთაში დაგეგმილ აქციას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის ძირითადად მუსიკალური გამოსვლებით იქნება დატვირთული.

"როგორც მცხეთა-მთიანეთის, ასევე თბილისის მოსახლეობასაც მოვუწოდებ, რომ 1 ივნისს, მცხეთაში აქციაზე მოვიდნენ. გარდა მუსიკალური ნომრებისა, აქციაზე საინტერესო გამოსვლებიც იქნება და მაჟორიტარ კანდიდატებსაც დავასახელებთ", - განაცხადა   ივანიშვილმა.