მე-7 მოწვევის პარლამენტმა ბოლო სხდომა გამართა

მე-7 მოწვევის პარლამენტმა ბოლო სხდომა გამართა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს ოფიციალურად, სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. რეგლამენტის თანხმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ არ გამორიცხა, რომ ამის შემდეგ დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეკრება მაინც მოუხდეთ.

მე–7 მოწვევის პარლამენტისთვის ეს შესაძლოა ბოლო სესია იყოს, რადგან იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში დაინიშნება, მაშინ დეპუტატებს სესიაზე შეკრება აღარ მოუწევთ, ხოლო თუ არჩევნები ოქტომბრის მეორე ნახევარში დაინიშნება, საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსენა.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე მუშაობას ოფიციალურად წყვეტს.