სოსო ცისკარიშვილი: სააკაშვილი  სამართლიან  არჩევნებზე საუბრისას ყალბია,  ეს NDI-ის ჩემზე უკეთ უნდა ცოდნოდა

სოსო ცისკარიშვილი: სააკაშვილი სამართლიან არჩევნებზე საუბრისას ყალბია, ეს NDI-ის ჩემზე უკეთ უნდა ცოდნოდა

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრების განცხადების, რომ  „მთავრობისა და პარლამენტის ვალდებულებაა, ხელი შეუწყონ ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებას და საარჩევნო კანონმდებლობის თანაბარ გამოყენებას, პატივი სცენ საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებსა და ნორმებს, რათა ყველა პროცედურა  გამჭვირვალე იყოს“ და ორგანიზაციის წინასაარჩევნო დელეგაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისას აცხადებს, რომ როგორც ჩანს,  NDI-ის მესვეურები არ არიან საქმის კურსში საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებთან დაკავშირებით,  თუ  რა ფუნქცია იკისრა.

„სააკაშვილმა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ჯერ კიდევ თებერვალში ბრძანა, რომ იგი იქნება პირადად გარანტი სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისა. შემდეგ მან განაცხადა, რომ  მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნებში  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოსო, ანუ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ნამვილად, ამაზეა ნათქვამი. ურთიერთგამომრიცხავი ვალდებულებების  აღება მხოლოდ  პრეზიდენტისთვისაა ცუდი, მის ავტორიტეტს დაასუსტებს. შესაბამისად, ის მართალია, როცა საკუთარი პარტიის  ინტერესესებისთვის მოქმედებს, თუმცა ყალბია, როცა  სამართლიან არჩევნებზე საუბრობს. ეს NDI  - ის ჩემზე უკეთ უნდა ცოდნოდა და ასეთი განცხადებებით არ უნდა გარჯილიყო“,- განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ძნელი დასაჯერებელია ხელისუფლებამ ვინმეს ნათქვამი დიაჯეროს გარდა, პუტინის საიდუმლო შიკრიკისა.

„ამიტომ დიდი ალბათობით, გაგრძელდება ქმედებანი უმრავლესობაში  „ნაციონალური მიძრაობის“ შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.