ამ წელიწადს ბიონსეს მეუღლემ, რეპერმა ჯეიზიმ, პირველად აღნიშნა მამის დღე. სწორედ ამ „ღისრსშესანიშნავ“ მოვლენასთან დაკავშირებით მიიღო მან საყვარელი მეუღლისგან, მამის ამპლუაში პირველი ძვირფასი საჩუქარი.
პოპ-ვარსკვლავამა რეპერს თვითმფრინავი Challenger 850 აჩუქა. მისი სალონი ისეა გადაკეთებული, რომ ჯეიზიმ გასტროლებზე მაქსიმალურად კომფორტულად იფრინოს. სალონს აქვს სამზარეულო, საძინებელი და ორი აბაზანა. ამ მოდელის თვითმფრინავს შეუძლია 5430 კილომეტრი გაუჩერებლად იფრინოს და ტრანსატლანტიკური რეისებიც განახორციელოს.
Challenger 850-ის ღირებულება 40 მილიონი დოლარია. ამ თანხაში მისი გადაკეთებული სალონიც შედის.