„ქალიშვილთა კლუბი“ მოსკოველი ქალწულებისთვის

„ქალიშვილთა კლუბი“ მოსკოველი ქალწულებისთვის

მოსკოვში ერთი უცნაური კლუბი ფუნქციონირებს, რომელსაც 62 წლის არინა ნიკოლაევა ხელმძღვანელობს, კლუბი გოგოლის სახელობისაა და მასში მხოლოდ ქალიშვილები არიან გაწევრიანებული.

კლუბის სახელწოდება ცნობილი რუსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის ბიოგრაფიული ფაქტიდანაა  ნასესხები, როგორც მისი თანამედროვენი იხსენებენ, მწერალს ქალთან ფიზიკური ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

ცოტამ თუ იცის, რომ მოსკოვში ქალიშვილების კლუბი არსებობს და მასში ჯერჯერობით, 30 გასათხოვარი ქალბატონია გაერთიანებული. გოგონები ლამაზი, ახალგაზრდა და ძალიან სიმპატიური ქალბატონები არიან. მათი საშუალო ასაკი 25 წელია.  ყველაზე პატარა, ცოტა ხნის წინ,  17 - ის გახდა, ხოლო ყველაზე დიდი 43 წლისაა. კლუბის ხელმძღვანელი სანაცნობო წრესა და ინტერნეტში ისევ აგრძელებს ქალიშვილი გოგონების ძებნას. კლუბის უმთავრესი პირობა და  მოთხოვნაა - უმანკოების ქორწილამდე შენარჩუნება.

კლუბის 62 წლის ხელმძღვანელი არინა ნიკოლაევა მოსკოვში 22 წლის ასაკში ჩამოვიდა, მისი თქმით, კლუბის მიზანია ქალბატონების წარმატებულად გათხოვება. თავად არინა გაუთხოვარია და როგორც ამბობს, მოსკოვში ქალიშვილი ჩამოვიდა, თუმცა ჩამოსვლიდან 2 დღეში შეაცდინეს და მოტყუებული დარჩა.

-ტექნიკუმთან ახლოს, ახალგაზრდა მამაკაცი  გავიცანი, რომელმაც ორ საათში ტვინი ისე გამომილაყა, რომ დავნებდი. მეუბნებოდა, უშენოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები და მადლობა ღმერთს, რომ შენთან შემახვედრაო. მეც სულელი ვიყავი და დავუჯერე, მას მერე არ მინახავს, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, სამუდამოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ეს ფაქტი ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. გამოცდილი მაქვს და არ მინდა სხვა ქალებმაც ის განიცადონ, რასაც მე მაშინ ვგრძნობდი.

მოსკოველი ქალიშვილები რეგულარულად გადიან კონსულტაციებს ფსიქოლოგთან. გარდა ამისა, მუშაობენ საუბრისა და ქცევის მანერის დახვეწაზე. მეცადინეობები კლუბში კვირაში ორჯერ იმართება. ეუფლებიან კულინარიას, ჭრა-კერვას, ქსოვასა და გამოყენებითი ხელოვნების სხვა დარგებს. გადიან კონსულტაციებს ექიმებთან. ეცნობიან მეუღლეთა ოჯახური ცხოვრების საიდუმლოებებს, ეხებიან ყველა თემას გარდა სექსისა.

-ეს ძალიან პირადულია და გოგონებმა თავადაც იციან, რომ  მეუღლეების ყველა ფუნქცია ზედმიწევნით უნდა შეასრულონ, -ამბობს კლუბის ხელმძღვანელი.

დანარჩენ დროს გოგონები ჩვეულებრივი ცხოვრებით ატარებენ: სწავლობენ, ან მუშაობენ. ყოველ მეხუთე თვეს კი გადიან შემოწმებას გინეკოლოგთან.

როცა გოგონებს უსრულდებათ 26 წელი,მათთვის მეუღლის ძებნა იწყება, როგორც წესი, საერთო ნაცნობების მეშვეობით. შემთხვევითი ნაცნობობა და სოციალური ქსელებით გაცნობა აქ მიუღებელია.

-ქუჩაში და ინტერნეტში შეიძლება, კარგად შენიღბულ ვიგინდარას გადაეყარონ, -ამბობს არინა, ჩვენი გოგონები განსაკუთრებულად კარგად აღზრდილები, კარგი მოსაუბრეები და შესანიშნავი დიასახლისები არიან, რაში სჭირდებათ მათ არამზადა მეუღლეები?

პოტენციური მეუღლის საკითხს მთელი კლუბი ერთხმად განიხილავს,  ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილების შემდეგ, წყვილს ერთმანეთს აცნობენ.

მოსკოველი ქალიშვილები რეგულარულად აწყობენ კულტურულ ტურებს. დადიან კინოთეატრებში, ფოტოგალერეებში, მუზეუმებში. რუსული პოპ-ვარსკვლავების კონცერტბზე. როგორც თავად ამბობენ, ამაში მათ სპონსორები ეხმარებიან, ისინი კი არც ისე ცოტა ჰყავთ.

კლუბის ჩამოყალიბების პარალელურად არიანა ნიკოლაევამ გახსნა ანგარიში ბანკში, რომლის ნომერიც ინტერნეტში, საკუთარ საიტზე განათავსა. აღმოჩნდა, რომ ბევრს აქვს სურვილი ქალიშვილების კლუბს ფინანსურად დაეხმაროს, თუმცა მათ უმრავლესობას უცხოელები წარმოადგენენ.

-უცხოელებს ძალიან მოსწონთ ჩვენი იდეა და ხშირად გვეხმარებიან. რუსი მამაკაცები კი, კაპიკსაც არ გვირიცხავენ.  მათ მხოლოდ ვულგარული საუბარი შეუძლიათ.

კლუბს ერთი მისამართი არააქვს. მოსკოველი ქალიშვილები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილებში იკრიბებიან. ამას კი, იმით ხსნიან, რომ მათზე  ოლიგარქები ნადირობენ.

-საიდუმლო არაა, რომ მდიდარ ადამიანებს შორის ბევრს მოსწონს ახალგაზრდა ქალიშვილები, თუმცა მხოლოდ გამოყენების მიზნით. ამიტომ კლუბს არსად ვარეგისტრიტებთ. ყოველთვის გვითვალთვალებენ და თავისი ხალხის მეშვეობით დიდი ფულს გვთავაზობენ. ზოგჯერ  მათთან ჩხუბიც კი, გვიწევს - ამბობს 23 წლის ალენა.

კლუბის ისტორიაში მისი მოთხოვნების დამრღვევებიც არსებობენ, მაგრამ „კანონდამრღვევ ქალიშვილებს“  კლუბიდან დაუყოვნებლივ აძევებენ. იყო ასეთი შემთხვევა, კლუბის 27 წლის წევრმმა, ფარული რომანი გააბა, ერთ-ერთი, ოლიგარქის მძღოლთან, რომელიც შემდეგ ცოლიანი აღმოჩნდა.

კლუბის კეთილისმსურველმა ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა კლუბის ელექტონულ მისამართზე გამოაგზავნა. საქმის განხილვის შემდეგ, ქალბატონი კლუბიდან გააგდეს.

-ის რამდენჯერმე მოვიდა ჩვენთან, იხვეწებოდა ქირურგიული ჩარევით აღვიდგენ ქალწულობას და კლუბში დამაბრუნეთო, თუმცა ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში ძალინ მკაცრია და ჩვენც არ დაგვიჭერია მხარი მისი დაბრუნებისთვის. უმანკოება ქორწინებამდე ჩვენი კლუბის ერთადერთი მოთხოვნაა და ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ, -ამბობს 23 წლის ალენა.