სტიქია სამეგრელოში

სტიქია სამეგრელოში

გუშინდელი გადაუღებელი წვიმის შედეგად სამეგრელოს რამედიმე რაიონი მძიმედ დაზარალდა. წალენჯიხაში, კერძოდ, სოფელ ობუჯში მეწყერი ჩამოწვა და სამესხიოს უბანი სოფლის დანარჩენ ნაწილს მოწყვიტა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო ადგილობრივები სტიქიის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. უგზოობის გამო კი, მაშველები ადგილზე ვერ ჩადიან.

სტიქიამ, რამდენიმე ოჯახი დააზარალა ზუგდიდის რაიონშიც, კერაძოდ სოფელ ჯიხაშკარში. რთული ვითარებაა, ასევე, სოფელ ყულიშკარში და ხობისა და ჩხოროწყუს რაიონების რამდენიმე სოფელში.  მთლიანადაა განადგურებული ადგილობრივების მოსავალი. 

წყლითაა დაფარული ზუგდიდი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთიც, სადაც მოძრაობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.