პეტრე მამრაძე: მიხეილ სააკაშვილი და მისი ხაზინის ქურდების რეჟიმი სპეკულირებს ვითომ აშშ–ს ადმინისტრაცია მათ უჭერს მხარს

პეტრე მამრაძე: მიხეილ სააკაშვილი და მისი ხაზინის ქურდების რეჟიმი სპეკულირებს ვითომ აშშ–ს ადმინისტრაცია მათ უჭერს მხარს

ოპოზიციონერი დეპუტატის პეტრე მამრაძის განცხადებით, ჯონ ბასის განცხადება გაფრთხილებაზე მეტია.

აღნიშნული კომენტარი მამრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

„ჯონ ბასმა კიდევ ერთხელ საჯაროდ და მკვეთრად აღნიშნა, რომ არავის არ ვუჭერთ მხარს, გარდა ქართველი ხალხისა, არც ერთ კონკრეტულ პიროვნებას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას“, -  განაცხადა from.ge-სთან საუბარში მამრაძემ.  

„წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხაზინის ქურდების რეჟიმი სპეკულირებს ვითომ აშშ-ს ადმინისტრაცია მათ უჭერს მხარს. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთს და აშშ-ს ეუბნებიან, რომ თუ ხელისუფლებიდან წავლენ და ძალაუფლებას დაკარგავენ, მაშინ საქართველოში  პრორუსული ძალების მხრიდან პუტინის მმართველობა დამყარდება.  ეს დიდი ცინიზმია, რადგან უფრო პროპუტინისტური რეჟიმი ვიდრე სააკაშვილის არის, წარმოუდგენელია“, – აღნიშნა მამრაძემ.

მისივე განმარტებით, ამერიკელი მეგობრები ამბობენ, რომ 2008 წელს, სააკაშვილმა პუტინს ლანგარზე მიართვა საქრათველოს ოკუპაციისა და აფზაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საშუალება.

მამრაძის შეფასებით, ამერიკის შერთებული შტატების წარმომადგენლები ოფიციალურად, საჯაროდ, არასდროს არ ამბობენ იმას, რასაც პირში ეუბნებიან სააკაშვილსა და მის გუნდს.

„რატომ არ აკეთებენ ამას საჯაროდ? იმიტომ რომ აშშ–ს უწევს თანამშრომლობა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, სადაც კიდევ უფრო მკვეთრი დიქტატორული რეჟიმებია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ პოლიტიკა ასეთია, მათთან ურთიერთობა უწევთ. საქართველოს ხელისუფლებაზე რომ რაიმე თქვან მაშინ მოუწევთ იმ ქვეყნებზეც განცხადება გააკეთონ და ურთიერთობა შეწყვიტონ, რაც შეუძლებელია“, – აღნიშნა მამრაძემ.   

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭრს მხარს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.