ბათუმში დღეს, საქართვლოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება

ბათუმში დღეს, საქართვლოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება

ბათუმში დღეს, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გახსნება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, კიბერ უსაფრთხოების საკითხებს. ასევე IშAF-ის მისიის სამომავლო გეგმებს, ნატოს ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, მომავალ საფრთხეებსა და გამოწვევებს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, კონფერენცია წარმოადგენს ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ხოლო მეორეს მხრივ პარტნიორ ქვეყნებთან აზრთა გაზიარებისა და დიალოგის საუკეთესო შესაძლებლობას.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს თავდაცვის კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების პოლიტიკის ერთგვარ ფორუმად ჩამოყალიბდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენცია წელიწადში ორჯერ იმართება.

29 ივნისს, კონფერენციას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ შეუერთდება. ის შეხვედრას გამართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან. კონფერენციის პარალელურად მინისტრს უცხოელ სტუმრებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც ექნება.