ბაქრაძე:  ნატოსთან თანამშრომლობა  პრაქტიკულ ამოცანებსა და მექანიზმებზეა ფოკუსირებული

ბაქრაძე: ნატოსთან თანამშრომლობა პრაქტიკულ ამოცანებსა და მექანიზმებზეა ფოკუსირებული

 პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს   ნატოსთან თანამშრომლობა ფოკუსირებულია პრაქტიკულ ამოცანებსა და მექანიზმებზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს თუ როგორ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ნატოს შორის.

„ჩვენს ამოცანას იმ პრაქტიკული მექანიზმების განხილვა წარმოადგენს თუ როგორ შეიძლება ამ პოლიტიკური ამოცანის განხორციელება. ამიტომ  ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობა ფოკუსირებულია პრაქტიკულ ამოცანებსა და მექანიზმებზე. ეს არის ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებებიდან საქართველო ნატოს წევრი გახდება“, – აღნიშნა სპიკერმა.

ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და ნატოსაქართველოს  კომისიის მუშაობის დღის წესრიგზე.