მაია მიმინოშვილის არასამათავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

მაია მიმინოშვილის არასამათავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. ორგანიზაციის სახელწოდება „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია“ იქნება.

როგორც მიმინოშვილმა From.ge სთან საუბარში აღნიშნა, ორგანიზაციის სტრუქტურაზე და მის მიზნებზე ინფორმაცია დღეს გამართულ პრეზენტაციაზე  გახდება ცნობილი.

პრეზენტაცია დღეს,  12:00 საათზე ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში შედგება.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან 28 მაისს გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, მისი სამინისტროსთან პოზიციების შეუთავსებლობა დასახელდა.