„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა შსს-სთან თეატრალიზებულ აქციას გამართავს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა შსს-სთან თეატრალიზებულ აქციას გამართავს

პოლიტიკური კოალიცა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თეატრალიზებულ აქციას გამართავენ.  კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის  ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, ისინი ყველა სახელმწიფო დაწესებულებასთან  მსგავსი ტიპის აქციის მოწყობას გეგმავენ, რადგან მიიჩნევენ, რომ  ქვეყანაში თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულება უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს.

ცნობისთის, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდებმა თეატრალიზებული აქციები, მთავარ პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროსთან და საქალაქო სასამართლოებთან უკვე გამართეს.