კრემლმა მწვავე რეაგირება მისცა ამერიკის სენატის მიერ „მაგნიტსკის საქმის“ მხარდაჭერას

კრემლმა მწვავე რეაგირება მისცა ამერიკის სენატის მიერ „მაგნიტსკის საქმის“ მხარდაჭერას

ოფიციალურმა რუსეთმა სწრაფი და მწვავე რეაგირება მისცა ამერიკის სენატის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერას „მაგნიტსკის საქმესთან“ დაკავშირებით.

„ჩვენი პასუხი იქნება არა მარტო სიმეტრიული, არამედ შეიძლება იყოს ასიმეტრიულიც. ჩვენ არა მარტო ვწუხვართ, არამედ აღშფოთებულებიც ვართ, რომ მოსკოვის მიერ გადადგმული ნაბიჯებია და  ჯანსაღი აზრის მიუხედავად, მუშაობა „მაგნიტსკის კანონპროექტზე“ მაინც გრძელდება. არის კიდევ შესაძლებლობა, რომ საბოლოო შედეგები კარგად ავწონდავწონოთ და ჩვენ ამისთვის ამერიკას მოვუწოდებთ“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

ამერიკის სენატის საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტმა ერთხმად მოიწონა „მაგნიტსკის კანონპროექტი“. კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ამერიკის ორივე პალატა და პრეზიდენტი მას დაამტკიცებენ. კანონის თანახმად, 60-მდე რუს ჩინოვნიკს, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში მონაწილეობდნენ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ, ხოლო მათ საბანკო ანგრაიშებს გაყინვა ემუქრებათ.