ფილმ  „კასაბლანკას“  „ოსკარი“ აუქციონზე გაიყიდება (VIDEO)

ფილმ „კასაბლანკას“ „ოსკარი“ აუქციონზე გაიყიდება (VIDEO)

სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ 2012 წლის 28 ივნისს Nate D. Sanders-ის აუქციონზე, ერთ-ერთ, ლოტად გამოიტანენ „ოსკარს“ , რომელიც  მაიკლ კერტისმა 1943 წელს მიიღო ფილმისთვის „კასაბლანკა“.

აუქციონის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ „ოსკარის“ ეს ქანდაკება 2,5-3 მილიონ დოლარად გაიყიდება.

ფილმ „კასაბლანკაში“  თამაშობენ ამერიკული კინოს ცნობილი ვარსკვლავები  ქლოდ რეინსი, მადლენ ლებო, ხამფრი ბოგარტი, ინგრიდ ბერგმანი, პოლ ჰენრეიდი, სიდნი გრინსთრითი, პიტერ ლორი და ა.შ. „კასაბლანკა“ ითვლება ამერიკული კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ- ერთ, ყველაზე ცნობილ სურათად. 2007 წელს „კასაბლანკამ“ დაიკავა მესამე ადგილი საუკუნის საუკეთესო ფილმებს შორის, რომელსაც კინემატოგრაფიის ამერიკული ინსტიტუტი - AFI ადგენს. „კასაბლანკა“ წარდგენილი იყო ოსკარის რვა ნომინაციაში, აქედან მიიღო სამი ოსკარი: საუკეთესო რეჟისურის, სცენარისა და საუკეთესო ფილმისთვის.

მაიკლ კერტისის „ოსკარი“ ერთხელ უკვე იყო გამოტანილი  Christie's-ის ღია აუქციოზე, 2003 წელს ილუზიონისტმა დევიდ კოპერფილდმა ის 231,5 ათას დოლარად შეიძინა.

აუქციონის სახლი Nate D. Sanders, ჯერ-ჯერობით არ ამხელს,  იმ ადამიანის ვინაობას, რომელსაც ეს „ოსკარი“ გასაყიდად გამოაქვს.