ზაზა შათირიშვილი: ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა და ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა - როგორი პარადოქსია

ზაზა შათირიშვილი: ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა და ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა - როგორი პარადოქსია

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო,  -  ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა. 

ფილოსოფოსი გამოეხმაურა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსია, რომ ვეფხვის ბოკვერის ბედზე ის ხალხი ღელავს, ვინც რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია, ხოლო ქართველ ხალხს ღირსება წაართვა.

"ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, პატიმრები აწამა, გააუპატიურა და სულში ჩააფურთხა, ბიზნესი დააწიოკა და რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ომი დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია და დახურა, ქართველ ხალხს ღირსება წაართვა და მონად გადაქცევა დაუპირა... როგორი პარადოქსია, რომ აი ეს ხალხი ღელავს დღეს ვეფხვის ბოკვერზე," -  განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

მარბიელი მარტო 7 ნოემბერი და 26 მაისი? იყო ენით აღუწერელი სისასტიკე 6 მაისს, 15 ივნისს; ჰკითხეთ სახის ძვლებდამსხვრეულ ზ აბაშიძეს, თვალწამოთხრილ ხომასურიძეს... კიდევ სხვა თემაა ვაზაგაშვილი, გამცემლიძე, გირგვლიანი, რობაქიძე, თეთრაძე, ცინდელიანი ...
და ამის "შემოქმედნი" დღესაც რომ პოლიტიკაში არიან, ვისი ბრალია?
ომი? კოდორი? ახალგორი? რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტები?
ჰკითხეთ მაშინ დარეკეტებულებს, სად ირიცხებოდა მათი ფული? მხოლოდ ნაწილი მიდიოდა ბიუჯეტში, დანარჩენი სხვადასხვა ფონდებში ... სადაა ის ფულები?
6 თვის უკან
დოი ოპოზიცია ჩასაფრების რეჟიმშია და ცდილობენ რაიმეს წამოეკიდონ...ვერ მოგართვით,საქართველო გაბრწყინდება და გაიმარჯვებს!
6 თვის უკან